პროექტი









1. პროექტის სახელი:   ადამიანი და ავტომობილი.
2.პროექტის მთავარი იდეა: ავტომობილის მნიშვნელობა ადამიანის ცხოვრებაში,
ავტომობილის შექმნის ისტორია, ცნობილი ავტომობილები.
3. პროექტის  აქტუალობა: მოსწავლეები გაეცნობიან ავტომობილის
შექმნის ისტორიას, გაიგებენ სად შეიქმნა პირველი
ავტომობილი, სხვადასხვა ქვეყნის
მიერ წარმოებული ავტომობილის ისტორიები.
4. პროექტის  მიზნები: პროექტის  მიზანია  ხელი  შეუწყოს  მოსწავლეებს  ისტ–ის დახმარებით მონაცემთა შეგროვებას და პროექტის პრეზენტაციას. მოსწავლეებმა  უნდა  ისწავლონ  თუ  როგორ  გაინაწილონ  ჯგუფში  ფუნქციები, როგორ გაითვალისწინონ ერთმანეთის აზრი,როგორ შეაჯერონ მოპოვებული ინფორმაცია ისე, რომ  კვლევის  საბოლოო  პროდუქტი  სრულყოფილი  გამოვიდეს.
5. მონაწილეთა ასაკი/კლასი: XI კლასი. 16-17  წელი.
6. ვადები/ხანგრძლივობა:  1 თვე.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
ფოტო და ვიდეო მასალა, ნახატები, ჩანაწერები, სტატიები ავტომობილის შესახებ.
8.პროექტისათვის  საჭირო  ძირითადი  რესურსები:
სახელმძღვანელო, დამატებითი ლიტერატურა, ინტერნეტიდან  ამოღებული  მასალები და ფოტოები, კომპიუტერი, პროექტორი, ელექტრონული პრეზენტაცია.
9. პროექტის  მსვლელობა (ძირითადი  აქტივობები):
აქტივობა1. მასწავლებლის მიერ მოსწავლეთათვის იდეის გაცნობა;
აქტივობა 2. მოსწავლეების მიერ ამ თემასთან დაკავშირებული აქტუალური
კითხვების ჩამოყალიბება;
აქტივობა 3.ორგანიზაციული საკითხები:
§  ჯგუფების შექმნა,
§  ფუნქციების განაწილება
§  კონკრეტული დავალების მიცემა.
აქტივობა 4.მუშაობის დაწყება:
მოსწავლეების ნაწილს დაევალება ფოტოების და ვიდეო მასალების მოძიება, გარკვეულ ნაწილს ინფორმაცია ავტომობილების შესახებ, გარკვეულ ნაწილს ინფორმაცია ცნობილი ავტომობილების მწარმოებელ კომპანიებზე.
აქტივობა 5.შესრულებული სამუშაოს შეჯამება, აუდიტორიისთვის გაცნობა:
·         მოძიებულ მასალას განვათავსებთ ბლოგზე.
აქტივობა 6.პროექტის შეფასება:
დაკვირვებისა და ანალიზის ობიექტი შეფასებისას იქნება:
·         ინფორმაციის მოძიება და ორგანიზება;
·         პრეზენტაციის უნარი;
·         მსჯელობა;
                       

10. საგანთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:                                    ამ პროექტზე  მუშაობისას მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას შემდეგ საგნებში: გეოგრაფიაში, ისტორიაში, ასევე გამოიმუშავებენ უნარ-ჩვევებს საინფორმაციო ტექნოლოგიებში (ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში, პრეზენტაციისმოწყობა, ვებ-გვერდის შექმნა)
  11. პროექტის ხელმძღვანელი:                                                                                                                 ნინო ვარდიაშვილი, ვაქირის საჯარო სკოლის „საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება“ მასწავლებელი.                                                                            
  12. პროექტის ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:  ninovardiashvili80@gmail.com           

  13. პროექტის ვებ.გვერდი/ბლოგი: ninovardiashvili80.blogspot.com                                                                                               

Комментариев нет:

Отправить комментарий