понедельник, 11 апреля 2016 г.

დღე IX

  დღეს დასრულდა ჩვენი ტრენინგი რომელიც ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო. პროექტის დანერგვა სასწავლო პროცესში მასწავლებლისგან საკმაოდ გააზრებული, შემოქმედებით მიდგომებს მოითხოვს. ინტელის ძირითადი სასწავლო კურსი დიდ დახმარებას გაუწევს მასწავლებელს თუ როგორ დაგეგმოს, წარმართოს და შეაფასოს სასწავლო პროექტები. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობა ამ პროცესის წარმატებით განხორციელებისთვის, არის ისტ ტექნოლოგიების მიზანმიმართული გამოყენება.
    გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, რომლის განვითარებაზეც აქტიურად ვიმუშავებ  სასწავლო წლის განმავლობაში. 
  დიდი მადლობა მასწავლებლის სახლს და ჩვენს ტრენერს ბატონ დიმიტრი პოპოვს რომელმაც ნათლად და საინტერესოდ განმარტა ყველა საკითხი.
    

ჩემი პროექტის პორტფოლიო

среда, 6 апреля 2016 г.

დღე VIII

საინტერესო დღე იყო, დღეს გავეცანი ტექნოლოგიებით ფასილიტაციას, ვისაუბრეთ ფასილიტაციის რესურსების შექმნაზე, წარმატებული სასწავლო პროექტის განხორციელებაზე და განვიხილეთ  როგორ დავწეროთ რეფლექსია საკუთარ სასწავლო პროექტზე.  

понедельник, 4 апреля 2016 г.

დღე VII

საინტერესო დღე იყო. დღეს ვისწავლე როგორ შევაფასო მოსწავლეთა პროექტი, განვიხილეთ მაგალითები. ვისწავლე მოსწავლეთა შეფასების ფორმების შედგენა. განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები. გავეცანით და განვიხილეთ შეფასების ბიბლიოთეკა. ტრენერმა ნათლად განმარტა ყველა საკითხი.