понедельник, 11 апреля 2016 г.

დღე IX

  დღეს დასრულდა ჩვენი ტრენინგი რომელიც ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო. პროექტის დანერგვა სასწავლო პროცესში მასწავლებლისგან საკმაოდ გააზრებული, შემოქმედებით მიდგომებს მოითხოვს. ინტელის ძირითადი სასწავლო კურსი დიდ დახმარებას გაუწევს მასწავლებელს თუ როგორ დაგეგმოს, წარმართოს და შეაფასოს სასწავლო პროექტები. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობა ამ პროცესის წარმატებით განხორციელებისთვის, არის ისტ ტექნოლოგიების მიზანმიმართული გამოყენება.
    გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, რომლის განვითარებაზეც აქტიურად ვიმუშავებ  სასწავლო წლის განმავლობაში. 
  დიდი მადლობა მასწავლებლის სახლს და ჩვენს ტრენერს ბატონ დიმიტრი პოპოვს რომელმაც ნათლად და საინტერესოდ განმარტა ყველა საკითხი.
    

ჩემი პროექტის პორტფოლიო

среда, 6 апреля 2016 г.

დღე VIII

საინტერესო დღე იყო, დღეს გავეცანი ტექნოლოგიებით ფასილიტაციას, ვისაუბრეთ ფასილიტაციის რესურსების შექმნაზე, წარმატებული სასწავლო პროექტის განხორციელებაზე და განვიხილეთ  როგორ დავწეროთ რეფლექსია საკუთარ სასწავლო პროექტზე.  

понедельник, 4 апреля 2016 г.

დღე VII

საინტერესო დღე იყო. დღეს ვისწავლე როგორ შევაფასო მოსწავლეთა პროექტი, განვიხილეთ მაგალითები. ვისწავლე მოსწავლეთა შეფასების ფორმების შედგენა. განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები. გავეცანით და განვიხილეთ შეფასების ბიბლიოთეკა. ტრენერმა ნათლად განმარტა ყველა საკითხი.

среда, 30 марта 2016 г.

დღე VI

დღეს გავეცანი როგორ შევქმნა სასწავლო ნიმუშები, განვიხილეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის დაგეგმვა.შევადგინე პროექტის მახასიათებლის ჩეკლისტი. ტრენერმა ნათლად განმარტა ყველა კითხვაზე პასუხი.

понедельник, 28 марта 2016 г.

пятница, 25 марта 2016 г.

დღე IV


  დღეს გავეცანით დროში გაწერილი გეგმის ნიმუშებს, ჩემი დაგეგმილი პროექტისთვის შევადგინე შეფასების გეგმა. შაბლონში შევიტანე ჩემი პროექტის შესაბამისი გეგმის მონახაზი.

დღე III



      განვიხილეთ დაწყებითი კლასების საგნობრივი სტანდარტები. შევიმუშავეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების ნიმუშები პროექტისთვის.

воскресенье, 20 марта 2016 г.

დღე II



დღეს შევისწავლე როგორ შევქმნა ბლოგი. გავეცანი პროექტების ტიპებს, შევისწავლე როგორ შევქმნა სასწავლო პროექტის დამხმარე საქაღალდე. გავაკეთე პუბლიკაცია რომელიც ახსნის პროექტების მნიშვნელობას სასწავლო პროცესში.

ჩემი შთაბეჭდილებები



    ჩემთვის ძალიან საინტერესოა პროექტზე მუშაობა ამჟამად გამოვყოფ  პროექტისთვის  შერჩეულ პრობლემას